ჯგუფ “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი და მისი მეუღლე მარინა კარპი გოგონას მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ახალბედა დედამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა.
“ჩვენი ბედნიერება და სიყვარული. ჩვენი ლიზი დედალამაზიშვილი. მე ისევ ვერ ვიჯერებ, მაგრამ ამ დილით მე და გიგი მშობლები გავხდით. მადლობა თქვენ მოლოცვებისთვის. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომ შეუძლებელია, აღწერო. მიყვარხარ, ცხოვრება!”, – წერს მარინა კარპი.