გიგი გელაშვილი: რა უდგას წინ აცრას, როდესაც შეგვიძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ

„თავიდან გარკვეული კითხვები მქონდა აცრასთან დაკავშირებით და მესმის იმ ადამიანების, ვინც თავს იკავებს. მაგრამ როცა დავინახე, რომ ყველა იცრება ჩემ გარშემო და კარგად არიან, კვალიფიციურ ადამიანებთანაც გავიარე კონსულტაციები, სხვადასხვა სტატია და კვლევებიც წავიკითხე, მივხვდი, რომ არაფერია საშიში“, – ამის შესახებ საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის მოცურავემ გიგი გელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, აცრით დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რა უდგას წინ ვაქცინაციას.

„სრულად ვაქცინირებული ვარ, თუმცა თავიდან გარკვეული კითხვები მქონდა ამ აცრასთან დაკავშირებით და მესმის იმ ადამიანების, ვინც თავს იკავებს. მაგრამ როცა დავინახე, რომ ყველა იცრება ჩემ გარშემო და კარგად არიან, კვალიფიციურ ადამიანებთანაც გავიარე კონსულტაციები, სხვადასხვა სტატია და კვლევებიც წავიკითხე, მივხვდი, რომ არაფერია საშიში. ახლა უკვე ნამდვილად დადებითად ვარ განწყობილი. ჩემმა ნაცნობებმაც, ვინც აცრა გაიკეთა, კორონავირუსი ბევრად მარტივად გადაიტანეს და არანაირი გართულება არ ჰქონიათ. ზოგადადაც ასეა, ვაქცინირებულ ადამიანებში, „ კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ყველა აიცრება. რა უდგას წინ აცრას, როდესაც შეგვიძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ”, – ამბობს გიგი გელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები