გიგი გაჩეჩილაძე: ”ჩემი და სალომეს ურთიერთობა აღდგა”

”მარაო რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კოქტეილი” გიგი გაჩეჩილაძეს ესტუმრა. წამყვანმა ნიკა გრიგოლიამ გიგის და სალომე ჭაჭუას ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებული ჭორი გადაამოწმა.

გიგიმ უპასუხა, რომ მისი და სალომეს სიყვარულის აღდგენა არ მომხდარა, თუმცა ურთიერთობა აღდგა და ახლა საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

გიგიმ აღნიშნა, რომ მოსიყვარულე ადამიანია და მისი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ოჯახის გარეშე.

გიგი გაჩეჩილაძე რომ ნადვილად შეყვარებულია, ეს მან ”რეიტინგითან” ინტერვიუშიც დაადასტურა რამდენიმე თვის წინ. მისი რჩეული ცხრამეტი წლის სტუდენტი, მომავალი იურისტია. გიგი დაოჯახებას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.  წყვილმა გადაწყვიტა, სიყვარულის პერიოდი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.

წყარო: მარაო

კომენტარები

სხვა სიახლეები