გიგი ადამაშვილი ნიკა გვარამიას კრიტიკას პასუხობს – „X ფაქტორი“ ზოოპარკი თუ ჰგონია, ჩემი პრობლემა არაა

გიგი ადამაშვილმა გუშინდელ Live-ზე, ნიკა გვარამიასგან არცთუ ისე სასიამოვნო შეფასება მიიღო. „ეს არ იყო ნამდვილი ნამღერი, მე პირადად მარტის კატასავით კნავილი მომბეზრდა“, – ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ გიგი ადამაშვილი. ადამაშვილმა მენტორის შეფასებაზე კომენტარი გააკეთა, სადაც სხვა მონაწილეებს წარმატებები უსურვა და დაამატა, რომ მომავალში ყველა მენტორის შეფასებას ყურადღებას აღარ მიაქცევს.
„ვფიქრობ, გუშინდელმა Live-მა სტაბილურად ჩაიარა, ავთოს ვულოცავ ლიდერობას, ცირას ვულოცავ დარჩენას და ჩემს მეგობარ ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და ვეტყოდი, რომ გული არ გაიტეხონ. რაც შეეხება ჩემს გუშინდელ გამოსვლას, მე ასე, თუ ისე კმაყოფილი ვარ. ჩემი სურვილით ამირჩია მენტორმა ის სიმღერა, რაც შევასრულე. მე ძალიან მომეწონა, როგორც ვიმღერე, თუ ვიღაცებს “X ფაქტორი” ზოოპარკი ჰგონიათ, ეს მათი პრობლემაა.
მე მესმის ყველა ადამიანის და მენტორისგან ჩვეულებრივი შეფასება, მაგრამ შენ როცა მადარებ კატას, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ლამაზი საქციელი. მე, როგორც მომღერალი, შენიშვნებს და შეფასებებს ყოველთვის მივიღებ მუსიკოსებისგან. შენიშვნა უნდა იყოს ჩარჩოებში და არ უნდა ემსგავსებოდეს შეურაცხყოფას, რასაც მე ვერავის ვაპატიებ. მე აღარ ვიფიქრებ იმაზე, ვისგან რა შენიშვნას მივიღებ. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ ვუყვარვარ ჩემს მსმენელს და მომწონს ის, რასაც მათთვის მთელი გულით ვაკეთებ“, – განაცხადა გიგი ადამაშვილმა.

წყარო: http://www.okmagazine.ge/index.php/2015-06-10-13-55-41/x-faqtori/4453-shenishvna-unda-iyos-charchoebshi-da-ar-unda-emsgavsebodes-sheurackhmyofas-rasac-me-veravis-vapatieb

კომენტარები

სხვა სიახლეები