გია ყანჩელის ბოლო ინტერვიუ: ერთადერთი სურვილი მაქვს(ვიდეო)

“ყოველთვის ვღელავ, როცა მოვდივარ პირველ რეპატიციაზე. იმიტომ, რომ პირველივე რეპეტიციაზე ვასწორებ იმ პრეტენზიებს, რომელიც მიჩნდება ჩემს მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გარკვეულ ნაწარმოებებზე მუშაობის დროს, რაღაც გარკვეული მდგომარეობა მქონდა.ძალიან მძიმედ, ძალიან ნელა და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ეს ჩემი სირთულეები მსმენელმა არ იგრძნოს,” – ეს სიტყვები ლეგენდარულ კომპოზიტორ გია ყანჩელს ეკუთვნის, რომელიც დღეს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთ ცნობილ სიმღერებს მოიცავს, როგორებიცაა: “ყვითელი ფოთლები”, ის აქ არის”, “ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, “საით მიდიხარ”, “ჩიტო გვრიტო“ და სხვები.

მისივე შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილი კომპოზიციებისგან შედგება, როგორებიცაა “შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მიმინო”, “ცისფერი მთები“, “როცა აყვავდა ნუში“ და სხვები.

გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

წყარო:რუსთავი2

კომენტარები

სხვა სიახლეები