გავრცელდა კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ ქალაქური სიმღერების ქართველი შემსრულებელი, გია სურამელაშვილი სასიყვარულო დეპრესიაში აღარ არის.
მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მან არაერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნისას აღნიშნა, რომ დაკარგული სიყვარულის გამო დეპრესია აქვს და თავს ცუდად გრძნობს.
როგორც ჩანს, მისი ცხოვრების რთული ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. სოციალურ ქსელში მისი ახალი საჩუქრით გადაღებული ფოტოც ვრცელდება, სურამელაშვილს “სვაროვსკის” ლამაზი ბროში აჩუქეს და მომღერალიც საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება.