გია მაისაშვილის მორიგი ემოციური პოსტი

გია მაისაშვილმა 40 დღიანი შიმშილობა დაასრულა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პროცესმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ელოდა. მაისაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს. მან გუშინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ერთ-ერთ ქართველ ფსიქლოგს და მეგობრებს მძიმე პერიოდში გვერდზე დგომისთვის მადლობას უხდის.

“რას ასწავლის განსაცდელი?
გეტყვით მე რა მასწავლა:
1. აღმოაჩენ შენში თვისებას , ძალას რომელიც არ იცოდი მანამდე თუ გქონდა 2.სიბრძნეს გაარჩიო მთავარი უმნიშვნელოსგან 3. მცირედით ბედნიერი იყო და მადლიერი პატარა სიკთეების 4.აღმოაჩენ ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი, საქმით და ვინ სადღგძელოს მეგობარი.

აი, პატარა მაგალითი მინდა გაგიზიაროთ. მე არ ვიცნობდი ცნობილ ფსიქოლოგ, ნოდარ სარჯველაძეს. მან მომძებნა მოვიდა ჩემთან სახლში და დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმომიჩინა თანაც მომიტანა წიგნი ავტორისა რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და რაც გულს გონებას ა სულს აგრე რიგად ესალბუნება. აი პრაქტიკული გვედში დგომა.

გუშინ მძიმე დღე მქონდა და ლაშა შენგელია რომელთანაც ნაცნობობა მქონდა მხოლოდ მოვიდა ჩემთან და ამიხსნა ის სირთულეები რაც 40 დღიანი შიმშილობიდან გამოსვლასთან არის დაკავშირებული და მოიცავს ხილის და ბოსტნეულის წვენების კომბინაციას სხვადასხვა ახალ ხილთან. ასეთი მძიმე შიმშილიდან გამოვლა საშიში პროცესია და გაფრთხილებაა საჭიეო, ემანდ,მოშიებულს ზდმეტი არ მოგივიდეს და საავადმყოფოში არ აღმოჩნდე ნაწლავების გადახლართვით.

დღეს კი ამ თავსხმა წვიმაში თავად მოვიდა დიდი ჩანთებით ბაზრიდან რაც მირჩია თვად მოუტანია ყველა ხილი შიმშილობიდან გამოსასვლელი უზომო რაოდენობის. რა როდის უნდა მივიღო მკაცრი ჩამონაწერით ,მე პრაქტიკული მეგობრობის მჯერაო და არ ვიცი ვინ რას როდის მოგიტანდა და მე და ჩემი ცოლი ბაზარში წავედითო რომ შენთვის ხილი მოგვეტანაო. მეც ასეთი პრაქტიკული მეგობრობის მოთაყვანე ვარ. რომეო ხერხეულიძე ყოველდღე რეკავს ლონდონიდან თავად სრულიად უფულომ სტამბულში ჩამომაკითხა და ჯანსაღი საკვებები ჩამომიტანა. ლაშას დღევანდელმა საქციელმა ისე გამახარა რომ ლექსის პწკარი დამაწერინა, ” ჰეი, შენ , ჩემო გიორგი, ჯერ სიკვდილამდე შორზე შორია.

მეუღლისადმი ნათქვამი აღთქმა, მეგობრისადმი ვალი, ლიდერთა სკოლა, შვილების საქმე, ბოლომდე მაინც მისაყვანია! პრაკტიკული მეგობრობა ხალხნო, სადღეგრძელო აბა ვის უკვირს”, – წერს მაისაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები