გია კორკოტაშვილი: საპატრიარქოს მინდა, თხოვნით მივმართო! გამოყავით მამები, რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა “რუსთავი2-ის” ტერიტორიის!
სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი, მას შემდეგ, რაც რ2-ის ჟურნალისტებისა და რეპორტიორების უმრავლესობამ ტელეკომპანია დატოვა, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს მიმართავს და სამაუწყებლო კომპანიის კურთხევას სთხოვს.
„საპატრიარქოს მინდა, თხოვნით მივმართო! გამოყავით მამები (ერთი რაც არ უნდა ძლიერი მლოცველი იყოს არ ეყოფა) რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა “რუსთავი2-ის” ტერიტორიის! ნაკურთხი წყალი, ალბათ, დიდი რაოდენობით დაგჭირდებათ ცისტერნებზე მოსახლეობაც დაგეხმარებით! ყოველი შემთხვევისთვის, გოგირდიც შეუკმიეთ ჩარჩენილებიც გამოსრიალდებიან!“. – განაცხადა გია კორკოტაშვილმა