გია გაჩეჩილაძე მეხუთე შვილიშვილის ბაბუა გახდა: მინდა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი , “მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე მეხუთე შვილიშვილის ბაბუა გახდა. გოგონას ქეთევანი დაარქვეს ის დედასთან ერთად სამშობიაროდან სახლში უკვე გამოწერეს. “კვირა +“ -თან საუბრისას გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. დეპუტატის სურვილია, რომ მისი შვილიშვილების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

“მთელი ოჯახი ძალიან გაგვახარა ქეთევანის დაბადებამ, ამაზე კარგ წინასაახალწლო საჩუქარს ვერც ვინატრებდით. ორი ქალიშვილი მყავს. ახლა უკვე ხუთი შვილიშვილის ბაბუა ვარ, 2 ბიჭის და სამი გოგონასი. მინდა, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროდ, საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, ამიტომ მინდა, რომ სულ უფრო მეტი ახალი წევრი შეემატოს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველას ოჯახს“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები