“გთხოვთ, მაპატიოთ”, – ჯეკი ჩანმა რუს ხალხს მათ ენაზე მოუბოდიშა

ცნობილმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა მოსკოვში გადადებული ვიზიტის გამო, რუს მაყურებელს ბოდიში მათ ენაზე მოუხადა.
ის 11 სექტემბერს, კინოთეატრ “ოქტომბერში” დაგეგმილი ფილმის, “დრაკონის ბეჭდის საიდუმლოს” პრემიერაზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა გაუთვალისწინებელი საქმეების გამო, გამგზავრება ვერ შეძლო. მსახიობმა რუს მაყურებელს ვიდეოჩანაწერით მიმართა.

“მინდა, მივესალმო ჩემს თაყვანისმცემლებს და რუს ხალხს. მოსკოვში ჩასვლას და მათთან შეხვედრას ვგეგმავდი. ძალიან ვწუხვარ, რომ გამგზავრება ვერ შევძელი. გთხოვთ, მაპატიოთ, – აღნიშნა ჯეკი ჩანმა ვიდეოჩანაწერში.

რუსული მედია წერს, რომ მსახიობისგან ეს ჟესტი ძალიან გულისხმიერი იყო, მით უფრო მან სიტყვები: “გთხოვთ, მაპატიოთ”, რუსულ ენაზე წარმოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ფილმი “დრაკონის ბეჭდის საიდუმლო” ჩინურ-რუსული წარმოების არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები