“გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე…“ – ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა

ეს წერილი რუს ინტერნეტმომხმარებელს რომან პლატონოვს ეკუთვნის. მან დადო პოსტი თავის ფეისბუქ-გვერდზე და ამ პოსტს ათასობით გაზიარება, უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. ამბობენ, რომ ის გამოფხიზლებასავით არის დღევანდელი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს:
“აიფონ შვიდი და სხვა დანარჩენი
– დეიდა, თუ შეიძლება, არ მოვკვდები, რა… ხომ არ მოვკვდები? – მელოტი ბიჭი, რომელსაც სახეზე მწვანე ფერი დასდებია, საწოლზე წევს. ფანტომასს წააგავს ფრანგული კომედიიდან, თუმცა ეს კომედია როდია. ეს ტრაგედიაა და ეს რეალობაა.
ბიჭუნას ყოველ დანახვაზე 60 წელს გადაცილებულ სანიტარს ტანში აჟრიალებს, ამდენი წელია მედმუშაკია და მსგავს სცენებს ვერაფრით ეჩვევა. არცაა გასაკვირი, ის ადამიანია, ადამიანი კი ამას ვერასდროს შეეჩვევა.
– რას ამბობ, ჩემო პატარა, რას ჰქვია მოკვდები, რა დროს შენი სიკვდილია, – ამშვიდებს ის ბიჭუნას და თვალები ცრემლებით ევსება.
– დეიდა, იცი რაშია საქმე? შაბათს დედიკოს დაბადების დღეა, ეს საჩუქარი მე თვითონ გავაკეთე, არავინ დამხმარებია, ძალიან მინდა, გავახარო და დაბადების დღე მოვულოცო, ამიტომაც მინდა, რომ შაბათამდე არ მოვკვდე. თუ მოვკვდები, საჩუქარს ვეღარ ვაჩუქებ, გეხვეწები, შეიძლება, არ მოვკვდე? არ მოვკვდები, რა?
ონკოლოგია. პალატა მათთვის, ვინც სიცოცხელსა და სიკვდილს შორის არსებული ზღვარი გადალახა. ეს ბავშვები კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლებივით გამოიყურებიან, უკვე მკვდრები არიან. აქ ყველას სიცოცხლის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, რამდენიმე კვირა ან უკეთეს შემთხევევაში – თვე. არავინ გაბედოს და თქვას, რომ ცხოვრებაში ამაზე საშინელი რამ აქვს ნანახი.
ამ ბავშვს არაფერი უნდა, მას ვერაფერი უშველის, მისი ერთადერთი სურვილი დედის დაბადების დღემდე მიღწევაა. ის მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს, უნდა, დედიკოს საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქარი აჩუქოს, უბრალო, მუყაოსგან გაკეთებული, მაგრამ ეს საჩუქარი მისი საყვარელი დედიკოსთვის ყველაზე ძვირფას ნივთად იქცევა მის ცხოვრებაში. ღმერთო, უშველე დედამისს,
დაეხმარე, როგორმე გადაიტანოს ეს სიმწარე, დაეხმარე, რომ ჭკუიდან არ შეიშალოს.
ჩვენ კი გვაქვს აიფონები, რომელიც უფრო მაგარია ახლა, 6 თუ 7? ჰო, შვიდი ბოლო მოდელია, ძალიან მაგარია. გვაქვს ოქროს უნიტაზები, მაცივარში ჩაშენებული MP3 ფლეიერები. კოსმოსში მეცნიერები კი არა, უკვე ტურისტები დაფრინავენ. აღარ იციან, რა მოიგონონ, სილამაზის ინსტიტუტები, ნაოჭების საწინააღმდეგო მეცნიერებებიც კი იქმნება. 21-ე საუკუნეა, ხალხო, ჩვენ კი შიდსი და კიბო ვერ დაგვიმარცხებია და განა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, არა, იმიტომ, რომ არ გვინდა.
მეცნიერები იმაზე ფიქრობენ, როგორ ჭამონ ადამიანებმა ისე უზომოდ, რომ არ გასუქდნენ, აი, ამაში იხარჯება დღეს დრო და ფული.
ყოველი ჩვენგანი ოცნებობს ბევრ ფულზე, ახალ ტელეფონზე, ლამაზ სხეულზე, სიმსივნით დაავადებული ადამიანი კი მხოლოდ ერთ რამეზე, კიბოს დამარცხებაზე ოცნებობს…
ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ნაცნობების 97% ამ წერილს არ გააზიარებს საკუთარ გვვერდზე, თუმცა 3 % ამას გააკეთებს, გააკეთებს იმ ადამიანების გულისთვის, ვინც კიბოს ებრძვის, ვინც ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ დაიღუპა კიბოსთან ჭიდილში. გააზიარებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს სიმსივნესთან მებრძოლ ყველა ადამიანს”.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები