2016 წლის 28 თებერვალს “ოსკარის” დაჯილდოების 88-ე ცერემონია გაიმართება.
“კვირა +” გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებმაც შესაძლოა, “ოსკარი” მიიღოს.
1. „კეროლი” / “Carol“, 2015
რეჟისორმა ტოდ ჰეინსმა ამერიკელი მწერლის, პატრიცია ჰაისმიტის რომანის „მარილის ფასის“ მიხედვით, 2015 წელს გადაიღო ფილმი “კეროლი” / “Carol”.
რომანში მოთხრობილია ლესბოსელი წყვილის ამბავი, რომელიც ჰეინსმა სოციალურ-რომანტიკულ დრამად გადააკეთა, სახელიც შეუცვალა და “კეროლი” დაარქვა.
ცერემონიაზე ფილმს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს ნომინაციებში: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო სცენარი“, „საუკეთესო წამყვანი მსახიობი“ (კეიტ ბლანშეტი და რუნი მარა), „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ და „საუკეთესო დიზაინი“.
2. „გადარჩენილი” / “The Revenant“, 2015
მექსიკელი რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი „გადარჩენილი” / “The Revenant“, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.
ინარიტუს ახალი ფილმი ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. ფილმის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ამერიკაში, კერძოდ, სამხრეთ დაკოტის შტატში, 1823 წელს ვითარდება. ფილმი მოგვითხრობს მესაზღვრე და მონადირე ჰიუ გლასის ამბავს, რომელიც ნადირობისას დათვმა მძიმედ დაჭრა, მისმა თანამგზავრებმა კი, იგი გაძარცვეს, მარტო დატოვეს ტყეში და სასიკვდილოდ გაწირეს.
მოულოდნელად, გლასი გადარჩა, იგი გადაწყვეტს, შური იძიოს მათზე, ვინც მას უღალატა და სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა აღსანიშნავია, რომ, ფილმში განვითარებული სიუჟეტისგან განსხვავებით, ნოველაში დათვი მდედრობითი სქესისაა და არც გაუპატიურების შესახებ არის ნახსენები რაიმე.
როგორც „დეილი მეილი“ წერს, ლეონარდო დი კაპრიოს გმირს, ჰიუ გლასს, ფილმში დათვი ორჯერ აუპატიურებს.
შესაძლოა, ფილმა მსახიობს სანატრელი „ოსკარი“ მოუტანოს.
და მაინც, ფილმს გამარჯვების შანსი აქვს ნომინაციებში: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო წამყვანი მსახიობი“, „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი“ (ტომ ჰარდი), „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ და „საუკეთესო მუსიკა“.
3. „ჯაშუშების ხიდი”/ “Bridge of Spies“, 2015
სტივენ სპილბერგის ფილმს გამარჯვების შანსი აქვს ნომინაციაში – „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ მარკ რაილენსი, რომელიც მთავარ გმირზე, ტომ ჰენკსზე მეტად „დააფასეს“.
4. „ჯოი” / “Joy“, 2015
დევიდ ო რასელის ფილმი “ჯოი”, რომელშიც მთავარ როლს უნიჭიერესი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. მსახიობი შესაძლოა, მეორე “ოსკარის” მფლობელი გახდეს.
5. „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება” / “Star Wars: Episode VII – The Force Awakens“, 2015
ჯეი ჯეი აბრამსის ახალი ფილმი, რომელმაც, შესაძლოა, ნომინაციებში: „წლის ჟღერადობა“ და „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ “ოსკარი” მოიპოვოს.
6. „მარსიანელი” / “The Martian“, 2015
რიდლი სკოტის ახალ ფილმი შესაძლოა, ნომინაციის “წლის ფილმი” გამარჯვებული გახდეს. ფილმში მთავარ როლს მეტ დეიმონი ასრულებს.
7. „ბრუკლინი” / “Brooklyn“, 2015
ჯონ კროულის ახალი ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა ირლანდიელი ქალის ელის ლეისის სენტიმენტალური ისტორია, რომელსაც არ უნდა მშობლიური ირლანდიური სოფლის დატოვება, მაგრამ მაინც მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოს საძებნელად.
საბოლოოდ მას ახალ და ძველ საცხოვრებლებს, ასევე ახალ და ძველ სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ფილმი ნომინაციებისთვის: „საუკეთესო კოსტიუმები“ და „საუკეთესო არტდირექტორი“ იბრძოლებს.
8. „გოგონა დანიიდან” / “The Danish Girl“, 2015
ტომ ჰუპერი წელს პირველი ტრანსსექსუალის შესახებ გადაღებული პროექტით გეგმავს კინოაკადემიის დაპყრობას.
9. „ოთახი” / “Room“, 2015
ლენი აბრამსონის ახალ ფილმს აქვს შანსი, გაიმარჯვოს კატეგორიებში: „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ბრი ლარსონი) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“. ასევე ფილმი შესაძლოა, ნომინაციებში: „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისორი“ მოხვდეს.
10. „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” / “Mad Max: Fury Road“, 2015
ჯორჯ მილერის ახალი ფილმი „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი იყო. ფილმი ნომინირებულია როგორც ტექნიკურ კატეგორიებში, ისე ნომინაციებში: „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი“ (შარლიზ ტერონი).