გვინეტ პელტროუ კრის მარტინთან განშორების შემდეგ ისევ დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული

45 წლის ოსკაროსანმა  მსახიობმა გვინეტ პელტროუმ და 46 წლის American Horror Story-ის პროდიუსერმა  ბრედ ფალჩაკმა ჯვარი დაიწერეს.  წყვილს სამ წელზე მეტია, რაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.
„მათ იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა, რადგან წყვილი დიდი ხნის განმავლობაში, ქორწინებაში იყო“ აღნიშნა უცნობმა წყარომ „US Weekly“-თან საუბრისას.
გვინეტ პელტროუმ და ბრედ ფალჩაკმა, თანაცხოვრების სამი წელი მშვიდად გაატარეს. წითელ ხალიჩაზე, მათ ერთად არასდროს გაუვლიათ, ერთმანეთის სოციალურ ქსელებშიც იშვიათად ჩნდებოდნენ. წყვილი, სასიყვარულო ურთიერთობას, დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა.
მათი ურთიერთობა, საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პელტროუმ „ინსტაგრამზე“ ბრედთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და დაბადების დღე მიულოცა.
გვინეტ პელტროუ თავისი სასიყვარულო ურთიერთობებით, საკმაოდ ცნობილი მსახიობია. იგი ურთიერთობაში, ბრედ პიტთან, ბენ აფლეკთან და  კრის მარტინთან იმყოფებოდა.
გვინეტ პელტროუმ coldplay-ის სოლისტთან, კრის მარტინთან ერთად 11 წელი იცხოვრა. მათ ორი შვილი ჰყავთ: 13 წლის ეფლი და 11 წლის მოზესი. ფელჩაკი კი ტელეპროდიუსერ სიუზან ფელჩაკზე იყო დაქორწინებული. მათაც ორი თინეიჯერი შვილი ჰყავთ: იზაბელა და ბროდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები