44 წლის ჰოლივუდის მსახიობი გვინეტ პელტროუ საკუთარ საიტზე – Goop.com-ზე, დიეტოლოგებთან ერთად შემუშავებულ, ახალ დეტოქს – დიეტას აქვეყნებს.
2017 წლის დიეტა 5 დღეზეა გათვლილი. ამ პერიოდში რაციონიდან უნდა გამორიცხოთ კოფეინი, ალკოჰოლი, შაქარი, წითელი ხორცი, სოიო.
ყოველ დილით თბილი ლიმონიანი წყალი უნდა დალიოთ. საუზმეს შეგიძლიათ ერთი ჭიქა ლატე დააყოლოთ. დღეში 4-ჯერ უნდა იკვებოთ.
ორშაბათი:
შვრიის ფაფა ვაშლით და დარიჩინით;
ბოსტნეულის სალათი მოხარშულ ქათამთან ერთად;
მოხარშული ტკბილი კარტოფილი (ბატატი), ლობიო.
სამშაბათი:
ქათმის ბულიონი მოხარშული კვერცხით;
ლობიო, ინდაურის ან ქათმის ხორცით და ბატატით;
ნიგოზი და ვაშლი;
წიწიბურა, თევზი.
ოთხშაბათი:
ბრინჯი, ნახევარი ავოკადო და მოხარშული კვერცხი;
ოსპის სუპი;
მოხარშული ქათამი და კომბოსტო (ყვავილოვანი, ბროკოლი ან ჩვეულებრივი).
ხუთშაბათი:
შვრიის ფაფა ვაშლით და დარიჩინით;
ბოსტნეულის სალათი;
”ხლებცი” და ავოკადო;
გამომცხვარი ბატატი.
პარასკევი:
ქათმის ბულიონი კვერცხით;
ბოსტნეულის რულეტი;
ბრინჯი.