სულიერი ტრანსფორმაციის ტრენერი ლევან მათითაიშვილი, რომელიც თავის დროზე ალკოჰოლდამოკიდებისგან გათავისუფლდა, მიჯაჭვულობებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას სოციალური ქსელების მომხმარებლებს უზიარებს. ის ამბობს, რომ სულიერი გამოღვიძების პროცესამდე, პირველ რიგში, პრობლემის აღიარებაა საჭირო და ეს, გაჯანსაღების გზაზე, მთავარი ნაბიჯია:
“არსებობს ორი სახის დამოკიდებულება: ქცევითი და ქიმიური.
ქცევითი – სექსი, ურთიერთობა, კონფლიქტი, ორივე იწვევს ჰორმონალურ აფეთქებას.
სულ უფრო მეტი ჰორმონის დოზა გჭირდება და მეტად მძიმდება ცხოვრება – საბოლოოდ ხარ უხასიათო, კრიტიკული, ჩასაფრებული მოვლენების მიმართ და უკმაყოფილო ხარ ცხოვრებით, “ტრუხდება” ურთიერთობაც, ხალხიც და ცხოვრებაც, კვდება სულიც და ხორციც.
აქ უკვე იწყება ფიზიკური დაავადებები და ახლობლების გარდაცვალება (განსაცდელები) რადგან ბევრი საწუწუნო მოგეცეს.
კორტიზოლის მაღალ დოზაზე ხარ.
იწყებ საკუთარი თავის შეცოდებას, წარსულის მოვლენებიდან აღვიძებ ემოციებს და მოიხმარ როგორც ნარკოტიკს.
ქიმიური დამოკიდებულების და ქცევითი დამოკიდებულების საფუძველი ერთი და იგივე არის.
შენ თუ გგონია, რომ სხვისი კონტროლის “მოხმარება” ნაკლებად დამაზიანებელია ვიდრე ჰეროინის მოხმარება – ცდები!
მოწყდი შენს თავს, აცადე სხვასაც და საკუთარ თავსაც ცხოვრება.
გ ე ყ ო ფ ა!
გ ა ი ღ ვ ი ძ ე!, – წერს მათითაიშვილი სოციალურ ქსელში