„გერმანიაში ჩვენ გვექცევიან, როგორც ველურებსა და დამნაშავეებს“ – გერმანიაში გათხოვილი ემიგრანტის სევდიანი ისტორია
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დიანა დუმბაძე სოციალურ ქსელში საკუთარ სევდიან ისტორიას ავრცელებს.
როგორც დიანა დუმბაძე წერს, ის გერმანიაში დაოჯახების შემდეგ წავიდა, თუმცა ქმრის ოჯახმა არ მიიღო, რის გამოც გეგმავს საცხოვრებლად ისევ საქართველოში დაბრუნდეს.
„მთელი ცხოვრება საკუთარ თავს მსუბუქ და დიპლომატიურ ადამიანად ვთვლიდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე აღმიქვამენ, როგორც დამნაშავესა და ველურს! მოგიყვებით, როგორ მოხდა ასე, თავიდანვე ვიტყვი, რომ წავედი გერმანიაში, რადგან ჩემი ქმარი აქედანაა, დაგეგმილი გვქონდა მისი ოჯახის გაცნობა და აქ რამდენიმე თვით გაჩერება, სანამ ის საქმეებს მოაგვარებდა. ალბათ, ყველას სმენია სიტუაცია, რომელიც წინა ან იმის წინა წელს მოხდა, როდესაც ჩვენი ხალხი წავიდა გერმანულ ფერმებში სამუშაოდ, ისინი კი ხელფასის აღების დროს მოატყუეს. მეც ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ეს კერძო შემთხვევად აღვიქვი, ყველაფერი ხდება ხოლმე.
ახლა კი, როდესაც აქ ჩამოვედი, გავიგე, რომ პრობლემა ჩვენს ხალხებს შორის უფრო ღრმადაა. რას იტყვით იმაზე, რომ გერმანიაში თვლიან, რომ ქვეყანაში დანაშაულებების უმეტეს ნაწილს ქართველები სჩადიან? არა გერმანელები, არა სირიელები ან ავღანელები, რომელთა უმეტესობა აქ მიგრანტებადაა, არამედ სწორედ ქართველები. ჩვენ გვექცევიან, როგორც ველურებსა და დამნაშავეებს. ეს კი „ოჯახურ“ დღესასწაულზე გავიგე! ქმრის მშობლები ძალიან დიპლომატიურები არიან, მაგრამ ყველა ნათესავი ესეთი არაა. მისმა ბებიამ უარი თქვა თავისი შვილის (ჩემი მამამთილის) დაბადების დღეზე ჩამოსვლაზე და სუფრაზე ქმარმა იკითხა, თუ რატომ არ ჩამოვიდა ის? მისი მამიდები თითქოს ამ კითხვას ელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ბებიას არ მოსწონს ჩემი ქმრის არჩევანი, რადგან მისმაშვილიშვილმაიქორწინა ველურზე საქართველოდან. ყველაზე საინტერესოა, რომ ჩვენი ურთიერთობების შესახებ მან ადრეც იცოდა. მაგრამ ფიქრობდა, რომ შვილიშვილი გაერთობოდა და დამშორდებოდა – ეს ჩემ წინაშე და ჩემი სრული იგნორირებით ქმარს მამიდამისმა განუცხადა! მე ვერ გავუძელი, როდესაც მეორემ უთხრა ქმრის მშობლებს, ჩვენი წასვლის შემდეგ შეემოწმებინათ, ადგილზეა თუ არა ყველა ფასეულობა. ვაღიარებ, საბოლოო ჯამში, თითქმის ველურივით მოვიქეცი: ხმამაღლა დავიყვირე, რომ არ მიმიცია ჩემზე ასე საუბრის მიზეზი, და წავედი. ქმარი გამომყვა, ცდილობდა ჩემს დამშვიდებას და მომიყვა, როგორ ეპყრობიან გერმანელები ქართველებს სინამდვილეში, „მაგრამ შენ ასეთი არ ხარ, ძვირფასო, ასეთი არ ხარ“. როგორ მეტკინა და რა საზიზღრად ვგრძნობდი თავს. საბოლოო ჯამში, მე და ჩემი ქმარი შევრიგდით, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველოში დავბრუნდებით და აქ ფეხსაც არ შემოვადგამთ, მშობლებს თუ უნდათ, თვითონ ჩამოვიდნენ. ვნახე ინტერნეტში, გავესაუბრე ფეისბუქზე აქაურ ქალებს და ეს მართლაც ასეა, ჩვენ მათთვის დამნაშავეები ვართ. ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, თუ აპირებთ გერმანიაში წასვლას” – წერს დუმბაძე.