გერმანიაში ქუჩებში მოშარდვის “მოყვარულებს” დაუჯერებელი მეთოდით ებრძვიან (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მათი “დასჯა”, ვინც ქუჩებში კედლებს მოსაშარდად იყენებდა. სან-პაულის უბნის მაცხოვრებლები, რომელიც ჰამბურგის კლუბური ცხოვრების ეპიცენტრია, სერიოზულად წუხდებიან ამ პრობლემით, რადგან ყოველ ღამე, უამრავი მთვრალი ადამიანი მათ უბანს ერთ დიდ ტუალეტად აქცევს ხოლმე.

ორგანიზაციამ პრობლემასთან ბრძოლის ინოვაციურ გზას მიაგნო. მათ ბევრი კედელი ე.წ. “სუპერ ჰიდროფობიური” ნივთიერებით დაამუშავებს, რომელიც წყალს არ იკარებს და წნევით შესხმის შემთხვევაში, უკან ისხლეტს. მაგალითად, ამ სამშენებლო ბლოკის მარცხენა ნაწილი დაუმუშავებელია, მარჯვენა კი ამ ნივითიერებითაა დაფარული.

ორგანიზაციამ ზოგ კედელზე გამაფრთხილებელი ნიშანიც – “აქ ნუ მოშარდავთ. უკან მოგაშარდავთ” – დაკიდა, თუმცა უმეტესობა – გაფრთხილების გარეშე დატოვა. და ისედაც, ღამით მოსაშარდად გამოსული მთვრალი ადამიანი, გაფრთხილებას ყურადღებას ნაკლებად მიაქცევს. საკუთარ შარდში დასველება კი ნამდვილად შესამჩნევი იქნება.

ჰიდროფობიური კედლების პირველი მსხვერპლებიც უკვე გამოჩნდნენ:

პრობლემის ეს გამოსავალი თითქოს არასერიოზული და სასაცილოა, თუმცა უბნის მაცხოვრებლები შედეგებით უკვე კმაყოფილნი არიან. ასერომ, შესაძლოა, ძირითადად სამრეწველო საქმიანობაში გამოყენებულმა ჰიდროფობიურმა ნივთიერებამ, სამუდამოდ იპოვოს ახალი დანიშნულებაც. ამ საოცარი ნივთიერების თვისებები შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ:
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=3ayRImPvcQU/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები