„სექსმუშაკების გამტესტავის“ შესახებ ვაკანსია გერმანულმა სოციალურმა ქსელმა გამოაცხადა, ქსელი გეგმავს, აქცენტი სექსინდუსტრიაზე და ამ სფეროს განვითარებაზე აიღოს.
როგორც CNBC იუწყება, მომავალი თანაშრომლის მოვალეობა იქნება, ბორდელებში მიღებული მომსახურების ხარისხი შეამოწმოს და შეაფასოს. ვაკანსიაზე შესაძლებელია როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიღება. აუცილებელი მოთხოვნებია, კანდიდატს კარგი ჯანმრთელობა, რესპექტაბელური და სასიამოვნო გარეგნობა და უმაღლესი განათლება ჰქონდეს მენეჯმენტის ან სასტუმროს ადმინისტრირების კუთხით.
დამსაქმებლების თქმით, სასურველია, კანდიდატი ფრანგულ ენას ფლობდეს. გარდა ამისა, მათ ბორდელებით სარგებლობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. გარდა მომსახურების პროცესისა, „გამტესტავმა“ სექსუალური მუშაკების პირადი ჰიგიენაც უნდა შეამოწმოს. შეკრებილი მასალების მიხედვით კი „მაღალხარისხიანი ბორდელების სისტემა“ შეიქმნა.
დღესდღეობით გერმანიაში ბორდელების მომსახურება ლეგალურია, არსებობს ამ დაწესებულებების და მასში მომუშავე ადამიანების პროფკავშირები, თუმცა დღემდე არ არსებობს ხარისხის შეფასების სისტემა. კანდიდატების განაცხადებს 31 მარტამდე განიხილავენ, თუმცა კონკურსში გამარჯვებულის ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება.
სხვა სიახლეები