გერმანელი სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს 70- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებული შტატების მონტანას შტატში 17 წლის გერმანელი სტუდენტის დირენ დედეს მკვლელობაში ბრალდებულს, 30 წლის მარკუს კაარმას 70- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბრალდებულმა გერმანელი სტუდენტი მაშინ დაიჭირა, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში იმყოფებოდა და მის გაქურდვას ცდილობდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სტუდენტის მიმართულებით მან 27-ჯერ მოახდინა საკონტროლო გასროლა. სტუდენტი ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სტუდენტი მის საქციელს ვერ აკონტროლებდა, რადგანაც ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს მომდევნო 20 წლის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების საშუალება არ მიეცემა.

კომენტარები

სხვა სიახლეები