გენიალური მეთოდი დაზიანებული ტანისამოსის აღსადგენად

უსიამოვნო სუნის გასაქრობად, ჯინსები საყინულეში, პარკით მოათავსეთ. გაყინვის დროს, ყველა ბაქტერია, რომელიც ცუდ სუნს იწვევს, განადგურდება.

ტანსაცმლის ლაქებს, იღლიის ქვეშ, ლიმონის წვენი ან საჭმელი სოდა ამოიყვანს. დალაქული ადგილი ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით გახეხეთ. ხოლო, ღრმად ჩამჯდარი ლაქებისათვის გამოიყენეთ სოდისა და წყლის მიქსტურა, დაასხით ის ლაქაზე და, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ასე გააჩერეთ. შემდეგ კი, გარეცხვამდე, სითხე წყლით მოაშორეთ

ძლიერი უსიამოვნო სუნის გასაქრობად, ტანსაცმელს დაასხით ცოტაოდენი არაყი. თუ სასურველი მაისურის გარეცხვისთვის დრო არ გყოფნით, უბრალოდ, დაასხით მას ალკოჰოლი და გააშრეთ. არაყი დახოცავს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს

ტონალური კრემით დალაქულ ადგილას წაუსვით საპარსი კრემი. თუ სამოსზე ტონალური კრემი მოგეცხოთ, გაწმინდეთ დალაქული ადგილი საპარსი კრემის გამოყენებით და შემდეგ, გარეცხეთ

ტუჩის საცხის ლაქას თმის სპრეი ამოიყვანს. მოასხურეთ სამოსს თმის სპრეი და რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაელოდეთ. გაანაწილეთ ის დალაქულ ადგილას და შემდეგ, გარეცხეთ

თუ სათვალის ღერო ოდნავ მოშვებულია, სახრახნისი კი ხელთ არ გაქვთ, წაუსვით მის კუთხეში უფერო ლაქი, რათა დროებით დაამაგროს ის

მოშვებული ღილის დასამაგრებლად, წაუსვით მას ძაფზე უფერო ლაქი

ზამშის ფეხსაცმელი,

ტალახისგან, ფრჩხილების ქლიბით გაასუფთავეთ

ტყავის ფეხსაცმლიდან წყლის ლაქის ამოსაყვანად, კბილის რბილი ჯაგრისი დაასველეთ ძმარში და გაწმინდეთ. თუ ჩექმები წყლისგან, თოვლისგან ან მარილისგან დაგესვარათ, კბილის ჯაგრისი დაასველეთ თეთრ ძმარში და დალაქული ადგილი ნაზად გახეხეთ

გაცრეცილ ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელს ბამბით წაუსვით ნავთის ჟელე

ვარჯიშის შემდეგ კედებში საჭმელი სოდა ჩაყარეთ, რათა ოფლი შეიწოვოს და სუნი გააქროს

ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელები უფრო მეტად იბრწყინებს, თუ მას ფანჯრის საწმენდი სპრეითი გავწმენდთ

წითელი ღვინის ლაქებს ამოიყვანს თეთრი ღვინო. გარეცხვამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში, დალაქული ქსოვილი ჩაალბეთ თეთრ ღვინოში

ამოწეული ძაფი,ტანისამოსის ამგვარი მოძრაობით, თავის ადგილას დააბრუნეთ

წინდას თვალი აღარ წაუვა, თუ მას უფერო ლაქს წაუსვამთ

გაჭედილი ელვა-შესაკრავი გაიხსნება, თუ მას, ბამბით, ნავთის ჟელეს წაუსვამთ

წყარო:aww.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები