გენეტიკოსები მამონტების გაცოცხლებას აანონსებენ

 ამერიკელმა გენეტიკოსებმა დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ განაცხადეს. მათ მამონტის 14 გენი სპილოს გადაუნერგეს. ჩვენ სპილოს დაბალი ტემპერატურის პირობებში ორგანიზმის გადარჩენის გენები გადავუნერგეთ. ესენია გარე ბეწვის, დიდი ყურების, კანქვეშა ქონის გენები, პირველ რიგში ჰემოგლობინი. ამჟამად მეცნიერების ხელშია სპილოს ჯანმრთელი უჯრედები მამონტის გენებით“ – ამბობს ჰარვარდის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯორჯ ჩერჩი. ჩერჩი მამონტების კლონირების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა. ის მხარს უჭერს პირველყოფილი ცხოველის გენომის ეტაპობრივ აღდგენას, ანუ ყინულში ნაპოვნი მამონტების, მათ ყველაზე ახლო ნათესავებთან – ინდურ სპილოებთან გენების შერწმით.

კომენტარები

სხვა სიახლეები