კვირა + მა სამტრედიაში მცხოვრები, 35 წლის ნანა ნიკურაძის წერილი მიიღო, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ნანა წლებია მოტონეირონის დაავადებით იტანჯება. უჭირს გარკვევით ლაპარაკი, ნერწყვისა და ლუკმის ჩაყლაპვა, წონაში კატასტროფულად იკლებს… ამჟამად მხოლოდ 40 კილოა.
“დაავადება ჩემში, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იარაღი (ფული), რომლითაც შემიძლია შევებრძოლო და დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე და ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს წასვლა, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს, არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!” – წერს ნანა ნიკურაძე.
ნანას დასახმარებლად ანგარიში “საქართველოს ბანკშია” გახსნილი: ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300;
(მულტი ანგარიში ₾,$,€,£ )
მიმღები: მარინა ზაქარიაძე
საზღვარგარეთიდან გზავნილი:
Marina zakariadze (დედა)