“გემუდარებით, არაფრის გამო მოიკლათ თავი” – პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს

პეტრე კოლხი პირად “ფეისბუქგვერდზე” ავრცელებს ემოციურ სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“გემუდარებით, არაფრის გამო მოიკლათ თავი… ამით შურს მხოლოდ საკუთარ თავზე იძიებთ… გამოსავალი სულ არსებობს… ღმერთმა ყველაზე მთავარი გვაჩუქა – სიცოცხლე… გესმით?! ყველაფერზე ძვირფასია სიცოცხლე… ნუ დააჩქარებთ მოვლენებს… ამქვეყნიდან ისედაც ყველა გავდივართ… ყველას მოგვიწევს იმ გვირაბის გავლა, რომელიც ამ სამყაროში დაფარულია… იტირე, იყვირე, იკივლე, იდაყვები დაიგლიჯე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ… ნურც ხიდის მოაჯირს გადაეყუდები… ნურც თოკს ჩამოჰკიდებ ხეზე… სირთულე არ არის მუდმივი… ის აუცილებლად გადაივლის, ჩამოგშორდება, თუ შეაშინებ, თუ შეუღრენ… თვითმკვლელობა ყველაზე შემზარავი განაჩენია… თუ მიიჩნევ, რომ გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიხარ, უფრო გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები… ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა… ნუთუ ამ მოკლე ხანში ვერაფერი უნდა მოვასწროთ, თვითმკვლეობის გარდა?!”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები