გეი დრამის ფილმის ჩვენების უფლება 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა

კანში გამართული პრემიერის შემდეგ, ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის – And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა – ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი — ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც სულ მალე აკინის სურათს იხილავენ.

ფილმის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთთან, აშშ-სა და გერმანიასთან. გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ კინოფესტივალს სურს, რომ And Then We Danced მათ სექციებში მოხვდეს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.

წყარო: cinemania.com

კომენტარები

სხვა სიახლეები