Wmagazine-ი ქართულ გეი დრამაზე წერს, რომელიც კანის კინოფესტივალზე ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად დასახელდა.
კანის კინოფესტივალის წარმომადგენლების თქმით, მსახიობები განსაკუთრებული და გამორჩეული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, რადგან მარტივი არ არის, ითამაშო ლაღად და ბუნებრივად.
კინოფესტივალის ფარგლებში, ასევე, დასახელდა საუკეთესო მამაკაცი მსახიობები, რომელთა რიგებს ქართველი მსახიობი – ლევან გელბახიანი საპატიოდ იკავებს. ის ფილმის – “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია.