გეგა შენგელიას მხარდაჭერა ჯიხაშკარის მკვიდრმა სიმღერით გამოხატა – “კუჩხი ბედნიერია” (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრმა ვაჟიკო ხაბურზანიამ ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერა ორიგინალურად გამოხატა. მან კანდიდატს მეგრული სიმღერა მიუძღვნა.
“ამ სიმღერას მეგრელები საპატივცემულო ადამიანებს ვუმღერით, “კუჩხი ბედნიერია” ნიშნავს, ფეხბედნიერი იყოს შენი მობრძანება…გეგას მხარს ვუჭერ და არჩევნებში წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს “კვირასთან” ხაბურზანია.
ცნობისათვის, 70 წლის ვაჟიკო ხაბურზანიას სოფელ ჯიხაშკარში საოჯახო სასტუმრო და ტურისტული კაფე აქვს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები