გახდება თუ არა კიმ კარდაშიანი ამერიკის პირველი ლედი? – ქენი ვესტს პრეზიდენტობა სურს!  (ფოტოკოლაჟი)

ამერიკელი რეპერი ქენი ვესთი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ მომღერალმა გამოცემა Vanity Fair-სთან  ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ მუსიკოსმა თავდაპირველად MTV-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე ისაუბრა, თუმცა,  მაშინ მისი ეს განცხადება არასერიოზულად აღიქვეს. გადაწყვეტილება მან ახლახანს,  პოპულარულ გამოცემასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ვესთი ამბობს, რომ მის იდეას ბევრი ამერიკელი იწონებს. მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელი პარტიის სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

თავად ბარაკ ობამას დამოკიდებულება ვესთისა და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიურია. ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდეტნმა ქენი ვესთს, ამასწინათ სულელიც კი უწოდა. ცნობილია, რომ ობამა საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამერიკის შოუბიზნესში. პრეზიდენტის ოჯახი თეთრ სახლში ხშირად მართავს წვეულებებს, სადაც ხშირად შოუბიზნესის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი. პრეზიდენტს ხშირად მისი საყვარელი მუსიკოსებიც დაუსახელებია. რამდენიმე წლის წინ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი რეპერი უფრო მოსწონს – ჯეიზი თუ კენი ვესტი, პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა ჯეიზი. კენი ვესთი მართალია ნიჭიერია, მაგრამ სულელი!“

ამერიკული მედიის ვერსიით, ქენი ვესთმა პრეზიდენტის ანტიპათია, მისი მეუღლის – კიმ კარდაშიანი გამო დაიმსახურა. ცნობილია, რომ სომხური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი პრეზიდენტის კეთილგანწყობით არ სარგებლობს. ობამამ მაშინ თავის შვილებს კარდაშიანების რეალითი-შოუს ყურებაც კი აუკრძალა.

1

2

3

4

5

6

7

8

VOCVN00WR0_1-2.pdf

9-1

11

12

13

14

15

16

GQ Men Of The Year Awards - Red Carpet Arrivals

18

19

20

21

22

23

კომენტარები

სხვა სიახლეები