ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. მანქანა ბორდიურს შეეჯახა და გაყინულ მდინარეში გადავარდა. მეთევზემ წყალში გადავარდნილი მანქანა 14 საათის შემდეგ შენიშნა და სამაშველო სამსახურს შეატყობინა. ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, გარდაცვლილი იყო, ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარი ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.
[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=3sNl38A6Yig/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები