შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, მერაბ კომშიაშვილმა ლაგოდეხში, თოვლში ჩარჩენილი ძაღლი “იშვილა” – აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ავრცელებს. „კარგი ამბავი მაქვს!!! გაყინვას გადარჩენილი ჩვენი პატარა მეგობარი, ახლა საიმედო ხელშია. ის შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, მერაბ კომშიაშვილმა “იშვილა”.
პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა მას ახალი სახელიც შეურჩია – „იღბალა“. P.S – თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ეს ძაღლი გაყინვისგან შსს-ს მაშველებმა იხსნეს. – (2016.01.11 – ლაგოდეხის რაიონი, კაბალის ხეობა)“, – წერს უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი.
სხვა სიახლეები