ამერიკელმა ილუზიონისტმა, დევიდ ბლეინმა არიზონას უდაბნოს უცნაური მეთოდით გადაუფრინა. იგი 7 620 მეტრ სიმაღლეზე 52 გიგანტური ბუშტის მეშვეობით აფრინდა.
ბლეინი ფრენის მანძილზე მუდმივ კონტაქტზე იყო, მას ქალიშვილიც ესაუბრებოდა. სანახაობა მართლაც ულამაზესი გამოდგა. ილუზიონისტი მიწაზე პარაშუტის დახმარებით დაეშვა.