„გაფაციცებით ელოდებიან, როდის გამოჩნდება პატრულის მანქანა” – ქართველი სამართალდამცავისა და ქუჩის ძაღლების ისტორია (ფოტო)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მარი აბაკელია საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძაღლებისთვის საკვები მიჰქონდათ და ახლა ოთხფეხა მეგობრები პატრულის გამოჩენას გაფაციცებით ელიან ხოლმე:

„გაფაციცებით ელოდებიან, როდის გამოჩნდება პატრულის მანქანა. ღამე შორიდან ხედავენ ციმციმას და ყველა ეკიპაჟს თვალს აყოლებენ. ზუსტად იციან ერთი აუცილებლად გააჩერებს, მოეფერება გულიანად და კარგადაც გამოკვებავს.

საგანგებოს დროს არცერთ მათგანს არ უშიმშილია. ყოველ მორიგეობაზე მათთვის საკვები ყოველთვის მიჰქონდა, თავისას ტოვებდა და მათთვის მიჰქონდა.
ეს ჩემი შვილია – ანი და ვამაყობ რომ ასეთი მზრუნველია და კეთილშობილი.

მთელს ოჯახს გვიყვარს ცხოველები და ვზრუნავთ, მაგრამ ანიმ ყველას გვაჯობა. ბედნიერებაა როცა შვილი სიყვარულით გაჯობებს“ – წერს პატრული გოგონას დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები