“გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, ნუ იჩქარებთ რთულ სიტუაციაში დასკვნების გაკეთებას” – ცაგარელის დღის რჩევა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოციაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს. იგი “ფორტუნასთან” 28 თებერვლის პროგნოზზე საუბრობს:
“პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ ვალუტის გაცვლას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადებას. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, ნუ იჩქარებთ რთულ სიტუაციაში დასკვნების გაკეთებას. დღეს და ხვალ დაწყებული საქმე აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ მარილი, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. პოზიტიური და სასიკეთო დღეა სახლის დალაგებისთვის და საქმის დაწყებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სიყვარულისა და ქორწინებისათვის. დღევანდელი დღე კარგია კულტურულ-გასართობ ღონისძიებებისთვის, მოგზაურობისთვისს, ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და ცხოველების შესაძენად და ასევე კარგია ვაჭრობისათვის. მოერიდეთ ყვირილს, სიბრაზეს, განკითხვასა და კიცხვას.
ჯანმრთელობა – დღე გეომაგნიტურია, ეს ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას და თავის ტკივილს, ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ. დღეს მოერიდეთ ხალების მოცილებას, განსაკუთრების კისრის არეში. დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ აქატი, მალაქიტი, იასპი, ონიქსი, ზურმუხტი, მათი გამოყენებისას მეტად მოიზიდავთ გარე სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. პრიორიტეტი მივცეთ ტანსაცმელში ისეთ ფერებს, როგორიცაა: მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი და ლურჯი, რომელიც თქვენს მიზიდულობასა და შარმს გააძლიერებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, ხოლო დაძაბულია ვერძის, მშვილდოსანის და მერწყულისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ”, – აცხადებს ასტროლოგი.