სამსახურში კოლეგის მიერ გაუპატიურებაში დადანაშაულებულმა ბრიტანელმა როს ბალოკმა თავი მოიკლა. ამასთან, მისთვის ბრალი არ დაუმტკიცებიათ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
38 წლის ბალოკი 2015 წელს დააკავეს. მან ციხეში 1 თვე გაატარა. გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ საქმე შეაჩერეს, თუმცა ბალოკი გააფრთხილეს, რომ მას ოფიციალური ბრალი შესაძლოა გვიან წაუყენონ.
კაცმა თავი ავტოსადგომში მოიკლა. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ მისთვის 1-წლიანი ჯოჯოხეთი დასრულდა.
ბალოკის მშობლების შვილის სუიციდზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ პოლიციას აკისრებენ. კაცის დედის თქმით, ბრალდებამ მისი შვილი სამუდამოდ შეცვალა.
წყარო:imedinews.ge