გაუკვალავ თოვლში, ცხენით მიმავალი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები(ფოტო)

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ლენტეხის რაიონში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან კომპანიის თანამშრომლები თოვლში ცხენების საშუალებით, იმისთვის რომ აბონენტებს ელექტროენერგია უმოკლეს დროში აღუდგეთ.
„კომპანიის თანამშრომლებს ხშირად მიუვალ ადგილებზე უწევთ მუშაობა. ლენტეხის რაიონის სოფელ ბავარში მუდმივად 2 აბონენტი ცხოვრობს. უამინდობის გამო, მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ. ფოტოზე ასახულია კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დაზიანების აღმოჩენის მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის შემოვლას აწარმოებდნენ… სოფელ ბავარს ამჟამად ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები