გარემო, სადაც სიფერადეა – სასწავლო ცენტრი RE’BELLE STUDIO

 

სასწავლო ცენტრი RE’BELLE STUDIO არის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია: ნებისმიერი სახის მაკიაჟი, ვარცხნილობა, ფოტოსესია, საღამოს ან სადედოფლო კაბები ქირით, წვეულება, ფურშეტი. ასევე ცენტრის დეკორატორები მზად არიან მომხმარებლის დღე აქციონ დღესასწაულად. RE’BELLE STUDIO გთავაზობთ თქვენი ოცნების სამოსის შეკვეთით დამზადებას და ასევე სტუდიაში შეგიძლიათ შეისწავლოთ მაკიაჟის და გრიმის ხელოვნება.

“კვირა+” RE’BELLE STUDIO-ს დამფუძნებელს,იაკო ცუხიშვილს ესაუბრა:
იაკო ცუხიშვილი
“RE’BELLE STUDIO – არის სასწავლო ცენტრი, გარემო სადაც სიფერადეა. შრომა ყოველთვის ფასდება, აკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს და შენია, ეს კიდევ სულ სხვაა. როდესაც ვიწყებ მაკიაჟის ან გრიმის კეთებას, ყველაფერი მავიწყდება.
გრიმი არის ჩემთვის ყველაფერი, სხვა სამყაროა და ამის გარეშე ვეღარასდროს ვიარსებებ.ვშრომობ ძალიან ბევრს, ვქმნი ბევრ ახალს და ასე ვთქვათ, თითოეული ნამუშევარი არის ჩემთვის, როგორც შვილი.
გული მწყდება ყოველთვის როდესაც ვშლით ნამუშევარს, მაგრამ მრჩება საუკეთესო ფოტოები. პროფესიით ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვარ სამი შვილის დედა და მე ეს შევძელი ჩემს დიდ ოჯახთან ერთად.
ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რა მიყვარდა ყველაზე მეტად და სასიამოვნო შევუთავსე სასარგებლოს. საბაზისო კურსი გავიარე თბილისში, ასევე ავიმაღლე კვალიფიკაცია პარიზის სკოლაში, წელს ვმუშაობდი კანის კინოფესტივალზე, როგორც ვიზაჟისტი და სტილისტი. იქ შევხვდი პროფესიონალ წამყვან ვიზაჟისტებს,ვინც გაგვიზიარა თავის გამოცდილება, ახალი ტენდენციები, ტექნიკები. დავაგროვე ეს გამოცდილება და დღეს მე ვარ ტრენერი და ჩემს ცოდნას გადავცემ მოსწავლეებს.
არ არსებობს რაიმე შეუძლებელი, თუ მას მოვისურვებთ მთელი გულით და მიზნად დავისახავთ. ყოველთვის ვეუბნები ქალბატონებს, გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის რომ იყოთ ლამაზები და წარმატებულები, დამიჯერეთ, კიდე უფრო შეუყვარდებით თქვენს ოჯახს და მეგობრებს, რაც უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ თავს.
RE’BELLE STUDIO კი ყოველთვის მზად იქნება ემსახუროს სილამაზეს…”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები