გუშინ გარდაცვლილი სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის მეუღლემ, თამარ ხელაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
როგორც გარდაცვლილის მეუღლე წერს, სპეცრაზმელმა თავისი სამშობლოსთვის, ხალხისთვის თავი გასწირა.
“ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ-შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ, ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს… მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის”,-წერს თამარ ხელაია.
სხვა სიახლეები