გარდაცვლილი ახალზელანდიელი რაგბისტი „ჰაკას“ თანხლებით გააცილეს (ვიდეო)
ახალი ზელანდიის რაგბისტები 40 წლის ასაკში გარდაცვლილ ლეგენდარულ ჯონა ლომუს საბრძოლო შეძახილებით, ცნობილი „ჰაკათი“ დაემშვიდობნენ.
ლომუს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯონა ლომუს ეკუთვნის რაგბის რამდენიმე რეკორდი. ასე, მაგალითად, მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 ლელო გაიტანა. 2007 წელს მისი სახელი რაგბის დიდებათა დარბაზში იყო შეტანილი.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ubXEr6JzgSI&feature=youtu.be[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=hLTxcyarfjw[/youtube]