ქობულეთის ზღვაში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდა, ქუთაისის “ტორპედოს” თანამშრომელი აკაკი ჩიბურდანიძეა. ამის შესახებ ინფორმაცია “ტორპედოს” ფეისბუქ-გვერზე ვრცელდება.
“გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ქუთაისის “ტორპედოს” თანამშრომელი და ჩვენი კლუბის დიდი გულშემატკივარი აკაკი ჩიბურდანიძე. ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ რასაც ჩვენ, მისი მეგობრები განვიცდით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
“ჩემპიონთა ლიგის თასსაც მოვესწარით ქუთაისში :))” (32 ივლისი) , – აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
“ზაფხულობით ზღვისპირა სპარინგებს რა ჯობია :)))” (26 ივლისი)