“განწირული კლიპი” – გენეტიკის ლაბორატორია ავტორს კადრის მოპარვაში ადანაშაულებს

ქართველი მომღერლების მიერ შესრულებულ სიმღერასა და კლიპს, რომელიც covid19-ს ეხება, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კლიპის ავტორს ასევე გენეტიკის ლაბორატორიის წარმომადგენელი კადრის მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, ლაბორატორიის კადრი არის მათი გუნდის გადაღებული და არავის უთხოვია ნებართვა, რომ კლიპში ეს კადრი გამოეყენებინათ.

“კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.
მე ნებართვა არ გამიცია, არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.
კადრში ჩანს, ჩემი თანამშრომელი როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.
ეს არის ქურდობა,
უფლების დარღვევა, კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?
საქპატენტი • Sakpatenti”, – წერს გიორგი ჩალაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები