შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტუროპერატორი “თრეველ.ჯი” განცხადებას ავრცელებს:
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.
ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან ..
ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.