აფრიკის ქვეყანა განაში, კერძოდ ქალაქ აკრაში ამერიკის ყალბი საელჩო აღმოაჩინეს, რომლის შემქმნელი კრიმინალური დაჯგუფება, ვიზებს 10 წლის განმავლობაში აყალბებდა . „ამერიკის საელჩო“ მდებარეობდა შენობის მეორე სართულზე . ექსტერიერს ამერიკის დროშა ამშვენებდა, ინტერიერს კი ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პორტრეტი. კრიმინალური დაჯგუფება თაღლითური გზით აყალბებდა ამერიკის ვიზებს და დაბადების მოწმობებს. ახალი დაბადების მოწმობა სულ რაღაც 6.000 $ დაგიჯდებოდათ. ოფიციალურ ანგარიშში არ არის ნათქვამი, თუ როგორ მოახერხა კრიმინალთა ამ დაჯგუფებამ მოეძებნა ნამდვილს მიმსგავსებული ვიზები და დაერწმუნებინა ამდენი ადამიანი, რომ ისინი არალეგალურად შეაღწევდნენ ამერიკის ტერიტორიაზე. აშშ-ის ხელისუფლებამ განას პოლიციის ბიუროსთან ერთად, ყალბი საელჩოს დასახურად, ფართო ოპერაცია ჩაატარა.