განათლების უფლების მხარდასაჭერად გოგონა გამოსაშვებ საღამოზე ფურცლებისგან “შეკერილი” კაბით მივიდა

როდესაც საქმე გამოსაშვებ საღამოს, სკოლის ბანკეტს ან სხვა ღირშესანიშნავ თარიღს ეხება, არც თუ ისე ბევრი ფიქრობს ზოგადსაკაცობრიობო საკითხებზე, თუმცა ერინ პესლი ნამდვილად გამონაკლისია. მისი კაბა მსოფლიო პრესისა და ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ, სწორედ მისი “ზოგადსაკაცობრიობო მნიშვნელობის” გამო მოექცა.

გოგონამ უარი თქვა რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების კაბის შეძენაზე და გადაწყვიტა, მათემატიკის საგამოცდო ფურცლებისა და კონსპექტებისგან განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი კაბა თავად შეექმნა. მასზე წითელი მარკერითა და დიდი ასოებით ეწერა: “მე შევძელი განათლების მიღება, თუმცა ყველა გოგონას ამის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. Malala.org

მან საკუთარი კაბაზე განსაზღვრული თანხის რაოდენობა, ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი აქტივისტის, მალალა იუსუფზაის ფონდში გადარიცხა.

“სკოლის დამთავრება ყველას ცხოვრებაში გამორჩეულ მოვლენას წარმოადგენს. ამ დღისათვის მომზადება რომ დავიწყეთ მივხვდი, უკვე ვალდებულები ვართ მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, მეტად გამოვიყენოთ საკუთარი რესურსები. თუკი ჩემი “კაბით” ვინმეს ამაზე დაფიქრება მოვახერხე, ესეიგი ჩემმა მცდელობამ გაამართლა”- ამბობს ერინი.

USAID-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 62 მილიონ გოგონას სწავლა მხოლოდ საკუთარი სქესის გამო ეკრძალება. თანამედროვე, განვითარებადი მსოფლიოსთვის კი ეს რიცხვი საკმაოდ ბევრია.

 

წყარო: goodnews.on.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები