განათლების მინისტრი: აკადემიური სასწავლო წელი არ გამოცხადდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება.

მინისტრმა, მასწავლებლებს დისტანციური სწავლებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არ ჩავარდება.

მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში, განსაკუთრებით – მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად და შემოქმედებითი მიდგომით არიან ჩართულნი ამ პროცესში. ყოველივე ეს ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები