“გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ახალ შეზღუდვებს იუმორისტული ამბების გახსენებით ეხმიანება.

„ორშაბათია და შევაჯამოთ ახლა კვირის შედეგები, – მაშასადამე, ამის ქვედა სტატუსიდან ირკვევა, რომ ჩემი თაობის ქართველი ბავშვების უმრავლესობა ერთობოდა შამანობით. ყველაზე ხშირად გამოძახებული სულები – თამარ მეფე და სტალინი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა – გათხოვება და გამოცდების შედეგები. სულ თამარ მეფისა და სტალინის რეკომენდაციითაა დაოჯახებული და უმაღლესდამთავრებული, თქვენი მშობლების თაობა, ბავშვებო.

ხვდებით, ხო, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშობლების მიმართ? ესენი გიშლიან თქვენ კომპიუტერულ თამაშებს? მე კიდევ, ქორწინება საჭირო არაა, ავკრძალოთ-მეთქი, ერთხელ რომ ვთქვი და გამძუყნესფატები და ყანწები დამიშინეს და ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების, რა კარგად ვარ გადარჩენილი, დიდება და მადლობა უფალს. ასეა, გამოკვლევას რომ დააკლებ საკითხს და პირდაპირ რეფორმას შესთავაზებ მოსახლეობას, კიდევაც გაილახები“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები