შოუ-ბიზნესის სამყაროში ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი რომანტიკოსები, რომლებიც თავის შეყვარებულებს ხელს ძალზე ორიგინალური მეთოდით სთხოვენ – მთაში, თოვლის ქვეშ ან თვითმფრინავში.
ჰაიდი კლუმს მისმა უკვე ყოფილმა მეუღლემ სილმა ცოლად გამოყოლა 4 267 მეტრის სიმაღლეზე სხოვა, სადაც სპეციალურად ამისთვის კანადის მთებში ესკიმოსების სახლი ააშენეს. ბუნებრივია, კლუმი ამ წინადადებას დათანხმდა.
ტომ კრუზმა თავის რჩეულ ქეით ჰოლმსს ხელი სთხოვა ეიფელის კორშკზე. შეყვარებულები კოშკის რესტორან Le Jules Verne-ში იმყოფებოდნენ, სადაცა მათ გარდა მხოლოდ ოფიციანტი იყო. რა თქმა უნდა, ტომის წინადადებას ქეითი დათანხმდა.
მსახიობმა ტეილორ კინიმ ლედი გაგას ცოლობა 14 თებერვალს – წმინდა ვალენტინის დღეს სთხოვა. მან ცნობილ მომღერალს გულის ფორმის ბეჭედი აჩუქა, ანუ სიმბოლურად საკუთარი გული მისცა. გარდა ამისა, მან „გამომყევი ცოლად“ -ის ნაცვლად ლედი გაგას უთხრა – „მე უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით“.
დინ მაკდერმოტმა ტონი სფელინგს ცოლობა მათი გაცნობიდან 8 თვეში სთხოვა. მან მომავალი მეუღლე ეტლით გაასეირნა და მიიყვანა ტერასასთან, სადაც რომანტიული ვახშამი ელოდათ. ამის შემდეგ მსახიობმა ერთ მუხლზე დაიჩოქა და თავის შეყვარებულს ცოლობა სთხოვა, მან საცოლეს ბეჭედი აჩუქა საკმაოდ დიდი ბრილიანტით.
ბენ აფლეკმა ჯენიფერ ჰარნერი ერთ-ერთ კეფეში დაპატიჟა. ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ფანჯარაში ბენი დაინახა, რომლის გვერდით უზარმაზარი ყუთი ოდო. ჯენიფერმა იფიქრა, რომ აფლეკი მას ავტომობილს ჩუქნის. მაგრამ, როდესაც დიდი ყუთი გახსნა, იქ უფრო პატარა ზომის კოლოფი იდო, ხოლო შიგნით საქორწილო ბეჭედი, რომელიც, სხვათა შორის, მანქანის ფასს არ ჩამოუვარდებოდა.
კრის მარტინმა გვინეტ პელტროუს წინადადება თვითმფრინავის ბორტიდან გაუკეთა. მან უბრალოდ დაურეკა გვინეტს და უთხრა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შუუძლია და ცოლობა სთხოვა. წყვილის ქორწინება 11 წელს გაგრძელდა.