გაიცანით გმირი სამხედროები, რომლებმაც რუსთავში ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ხუთი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს (ფოტო)
კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი და კაპრალი დავით კვიწინაძე – ესენი ის სამხედროები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ რუსთავში, პოლიციასა და მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ხუთი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა.