1) ისეთი შეგრძნება გავთ თითქოს მკვდარმა გაიღვიძეთ.
თქვენი გონება იღვიძებს, მაგრამ სხეულს ისევ სძინავს. საკუთარ სხეულში დატყვევებულივით გრძნობთ თავს. ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ მოკვდა.
2) ეს ხდება ჩაძინების და გაღვიძების დროს.
თქვენი ბუნებრივი ძილის ციკლის გარდამავალ პერიოდებში, სხეული ამ დროს გონებასთან შეწყობილად და თანმიმდევრულად ვერ გადადის ერთი ფაზიდან მეორეში.
3) ძილის პარალიზს თან ახლავს ჰალუცინაციები.
პარალიზის დროს ხშირია კოშმარები, რომლებსაც ცხადისაგან ვერ გაარჩევთ. გონებას ღვიძავს და თვალები გახელილია. ზოგიერთი ჰალუცინაცია ძალიან მძაფრი და საშიშია.
4) სხეულის გამოძრავებისათვის ბრძოლა უშედეგოა.
ვერ შეძლებთ მის გამოღვიძებას, უბრალოდ უნდა დაელოდოთ.
5) ეს ბუნებრივია და შეიძლება თქვენც დაგემართოთ.
უმრავლესობას ცხოვრებაში ერთი ასეთი შემთხვევა მაინც ჰქონია, თუმცა ბევრ მათგანს შეიძლება არც გაუცნობიერებია ეს.
6) უფრო დიდი ალბათობაა ეს მოხდეს, როდესაც ძილი გაკლიათ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საფუძვლიანად დასვენებას და გამოძინებას, მიდრეკილნი არაიან პარალიზისაკენ.
7) ადამიანები ამ ფენომენის ამოხსნას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ.
სპარსულ სამედიცინო ტექსტებში ჯერ კიდევ X საუკუნეში არის საუბარის ძილის პარალიზის სიმპტომების შესახებ. მას შემდეგ ამ მოვლენას ადამიანები მიაწერენ დემონებს, უცხოპლანეტელებს, ძილის დამბლას და სხვა უამრავ რამეს.
8) გეუფლება შეგრძნება თითქოს მკერდზე რაღაც გაწევს.
ამ სიმძიმის შეგრძნებას ჰალუცინაციაც თუ დაემატა, წარმოიდგინეთ რამდენად მძაფრი შიშის შეგრძნება დაგეუფლებათ. ბევრი ყვება, რომ მკერდზე რაღაც გობლინისა თუ კუდიანის მსგავსი არსება აჯდა.
9) ეს არ მოგკლავთ.
სულ მცირე ამით თქვენი დაიმედება შეგვიძლია.
წყარო: https://www.mental.ge