გაიუს იულიუს კეისარი, ევროპარლამენტში მოხვედრას ცდილობს

იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი ევროპარლამენტის დეპუტატის პოსტისთვის იბრძვის.
„იტალიის ძმების“ წარმომადგენელი 50 წლისაა. ის არგენტინაშია დაბადებული, იტალიური საზღვაო ძალების ოფიცერი იყო, შემდეგ კი დიდი კორპორაციაში სერიოზული კარიერა გაიკეთა.
აღსანიშნია, რომ მას სახელიც უჩვეულო აქვს. კანდიდატს, არც მეტი არც ნაკლები, გაიუს იულიუს კეისარი ჰქვია.
მას აქტიური სოციალური ქსელები აქვს, სადაც კეისარი თავისი პროგრამის ასპექტებს ამცნობს საზოგადოებას და ამტკიცებს, რომ ის თავისი დიდი ბაბუის მაგივრად პასუხს არაფერზე არ აგებს.
„მუსოლინის გვარით ისედაც რთულია ცხოვრება, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი გზით სიარულს ვცდილობდი იმის მიუხედავად, თუ რა მეწერა პასპორტში. მოგიწოდებთ, შეაფასოთ მხოლოდ ჩემი კომპეტენცია, რომლის გამოყენებასაც მე იტალიის საკეთილდღეოდ ვაპირებ” – წერს მუსოლინი.
კეისარი არ არის მუსოლინის პირველი შთამომავალი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იღწვის. მაგალითად, დიქტატორის ერთ-ერთი შვილიშვილი, ალექსანდრა, წარსულში ეროვნული პარლამენტის დეპუტატი იყო, ახლახან კი ევროპარლამენტში აირჩიეს. მისი ღვიძლი და, რაკელი, რომის საქალაქო საბჭოს წევრია.

კომენტარები

სხვა სიახლეები