გაირკვა ვინ არის რუსთაველზე მოსიარულე აბჯარასხმული მხედარი

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ასევე, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ქაშუეთში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვის დასრულების შემდეგ, ვარდების მოედნიდან სამებამდე მსვლელობა მოეწყო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც რუსთაველზე მოსიარულე აბჯარასხმული მხედარია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მხედარი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღეზე, სპეციალურად ასე ჩაცმული გამოვიდა.

სინამდვილეში კი, რუსთაველის გამზირზე ცხენით მოსიარულე, აბჯარასხმული მხედარი სარეკლამო კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც “ქართული ლუდის კომპანია” – “ზედაზენმა” დაგეგმა.

წყარო: http://bfm.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები