ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 18 თებერვლის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:00 -დან 14:29 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მაღალია იურიდიული ან დიპლომატიური სკანდალის ალბათობა.
მაქსიმალურად აკონტროლეთ სიამაყე და მოჭარბებული ქედმაღლობა, გაარკვიეთ ურთიერთობა ზედმეტი წყენისა და ბრაზის გარეშე. მეტი დრო დაუთმეთ ყოფითი პრობლემების მოგავრებას. მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან გაიზრდება ინფექციური დაავადებებით დასნეულების რისკი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოვებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, საიუბილეო საღამოების და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. არ ღირს ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ხელმძღვანელთათვის საკუთარი იდეების შეთავაზება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, ძვლოვან სისტემას და სახსრებს. კარგი დღეა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და ბეჟი, ასევე ფირუზი, აქვამარინი და ონიქსი, ქრიზოპრაზი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს“, – აცხადებს ასტროლოგი.